მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები
მსოფლიოს ღირსშესანიშნაობებში უამრავი
მნიშვნელოვანი, ყველასთვის ცნობილი
და უცნობი ძეგლებია
გაერთიანებული.
ლონდონი არის მსოფლიოს
ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მიმზიდველი ქალაქი, რომელიც სავსეა ღირსშესანიშნაობებით.მას
სტუმრობს მილიონობით ადამიანი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნებიდან.მდინარე ტემზა,რომელიც მიედინება ლონდონში არის ადგილი საიდანაც
შეგიძლია დაათვალიერო მთელი ქალაქი.


3 The Tower of London -თარიღდება
XI საუკუნიდან მოყოლებული მას სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებენ.სხვადასხვა
დროს ის ხან იყო სამეფო სასახლე,ხან განძის შესანახი ადგილი და ხანაც ციხე.ბევრი
მეფეები და დედოფლები იყვნენ დატყვევებულები აქ.1810 წლამდე იგი იყო სამეფო
ზარაფხანა სადაც იჭრებოდა ფული.ის ერთხელ იარაღის შესანახი ადგილიცკი იყო და 300
წლის განმავლობაში აქ მდებარეობდა სამეფო ზოოპარკი.აქ შესაძლებელია მსოფლიოში
ყველაზე დიდი და ძვირფასი ოქროს და სამკაულების კოლექციის ნახვა.
4. ბუკინგემის სასახლე - Buckingham
Palace-არის ინგლისის დედოფლის ოფიციალური ლონდონის სახლი.სასახლის წინ არის
ვიქტორიას ქანდაკება,
რომელიც სასახლის წინ დგას და გადაყურებს ფართო ქუჩას, რომელიც
სასახლიდან უკავშირდება ტრაფალგარის მოედანს. სწორედ აქ იკრიბება ხალხი დედოფლის ჯირითის
სანახავად განსაკუთრებულ სამეფო შემთხვევებში.სწორედ ზემოთ ხსენებული სანახაობები ხდის
ლონდონს ასეთ მიმზიდველს უცხოელებისთვის..
ქალაქი პარიზიც სავსეა ღირსშესანიშნაობებით რითაც მილიონობით ტურისტს
იზიდავს.



4. ღვთისმშობლის ტაძარი - ასევე ცნობილი როგორც ნოტრ-დამი — გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარი შესასვლელით დასავლეთიდან. ის დღემდე მოქმედი რომაულ-კათოლიკური კათედრალია (პარიზის ეპარქიის). პარიზის ნოტრ-დამი ფრანგული გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

პარიზის ნოტრ-დამი ასევე ერთ-ერთი პირველი შენობა იყო მსოფლიოში, სადაც არკ-ბუტანტები, ე. წ. მფრინავი საყრდენები გამოიყენეს გუმბათების გასამაგრებლად. თავდაპირველ პროექტში ქორალთან და მთავარ გუმბათთან არკ-ბუტანტების აყვანა გათვალისწინებული არ იყო. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ კედლები სიმაღლეში სულ უფრო ვიწროვდებოდა და თხელდებოდა და მათზე სიმძიმის ზეწოლის ნიშნები გაჩნდა. ამის გამო საყრდენების დამატება აუცილებელი შეიქმნა დამატებითი რღვევის თავიდან ასაცილებლად. მრავალი წლის განმავლობაში ამ საყრდენებს ხარაჩოებს ამსგავსებდნენ, თითქოს მათი დემონტაჟი მშენებლობის დასრულების შემდეგ დავიწყნოდათ, რაც კათედრალს დაუმთავრებელ იერს აძლევდა.
იტალია

კოლიზეუმი დიდი ხნის
განმავლობაში რომის მოსახლეობისათვის და
ჩამოსულთათვის იყო მთავარი ადგილი ისეთი გასართობი სანახაობებისა, როგორიც იყო
გლადიატორთა ბროძოლა, ცხოველთა დაგეშება,
საზღვაო ბრძოლები (naumahii), (სავარაუდოდ
არენის ქვეშ სარდაფის დაშენებამდე ტიტეს
ძმისა და მემკვიდრის იმპერატორ დომიციანეს დროს). გარდა ამისა, კოლიზეუმის
არენაზე ხდებოდა სხვასასხვა დადგმების მოწყობა.
2. თუკი იტალიაში გამგზავებას გადაწყვეტთ ვენეცია აუცილებლად უნდა მოინახულოთ. აქ თითქოს დრო გაჩერდა. XII-XVII საუკუნეების უჩვეულო არქიტექტურის ქალაქი გაქვავებულია ლურჯი არხების თავზე. ვენეციაში ყველაფერი დიდი ხნის წინ ააშენეს და აქ ოცდამეერთე საუკუნიის შენობებს ავერსად ნახავთ. ერთადერთი გამონაკლისი რკინიგზის სადგურია.
ვენეცია
მირაჟივითაა, წყალში ამოზიდული ულამაზესი შენობებით. გეშინია, რომ თვალის დახუჭვისთანავე გაქრება. ვენეცია ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე, მოიცავს 160 არხს და 369 ხიდს. მას ევროპის კონტინენტთაც კი სრუტე აშორებს. ამ ქალაქში ვერ ნახავთ ვერც მეტროს და ვერც ავტომობილებს. არხებში მხოლოდ ბორანები და გონდოლები დაცურავენ. 1 დღით ბორანის მომსახურების ბილეთი 15 ევრო დაგიჯდებათ. გონდოლის დაქირავება კი 1 საათით 80 ევრომდე ჯდება. სიძვირის მიუხედავად, გონდოლის დაქირავება ნამდვილად ღირს. გონდოლით ვენეციის არხებში გასეირნება და გონდოლიერების მიერ მოყოლილი ლეგენდები მომსახურების სიძვირეს მაშინვე დაგავიწყებთ.
ხშირად
ამბობენ, რომ ვენეცია თაფლობის თვის გასატარებლად საუკეთესო ქალაქია. უამრავი რომანტიკული ადგილებით. აქ თქვენ მოინახულებთ ულამაზეს პალაცო დუკალეს. კა რეცონიკოს-ს სასახლეს, სან მარკოს ბაზილიკას, ლაგუნას. წმინდა მარკოსა და სან მარინოს მოედნებს. გაისეირნებთ რეალტოს ხიდზე და მოინახულებთ მუზეუმებს. აქ მთელი ქალაქი მუზეუმია, თითქმის ყველა სახლში სამხატვრო გალერეაა, ცნობილი მხატვრების მიერ მოხატული კედლებით.
აქ
შოპინგისთვისაც კი დიდი შესაძლებლობები გაქვთ. სუვენირების არჩევანიც დიდია. დღეს, ისევე როგორც წარსულში, ვენეციაში შეგიძლიათ უამრავი ნიღბის, მსოფლიოში განთქმული მურანოს შუშის კრისტალებისა და ხელით მოქარგული ქსოვილების შეძენა. გარდა ამისა აქ Benetton-ის, Max Mara-სა და Sisley-ის ბუტიკებსაც შეგიძიათ ესტუმროთ.
ღამის
ცხოვრება ვენეციია ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. აქ ყველაზე ნათლად შეიგრძნოთ შუშხუნა ღამის ცხოვრებას. ღამის ბარები გარიი და კაპლე ვალაპეკო ყველაზე ცნობილი ადგილებია, სადაც ადგილობრივები და ტურისტები გასართობას მიდიან. ქუჩებში ცოცხალი მუსიკა უკრავს და გასართობად რომც არ წახვიდეთ, იქვე მოედანზე შეუერთდებით მოცეკვავე წყვილებს.
თუკი
ვენეციას დიდი მარხვის დაწყებამდე ეწვევით ვენეციის კარნავალზეც მოხვდებით. კარნავალი დასაბამს X საუკუნიდანიდან იღებს და ყოველწლიურად, დიდმარხვის დაწყებამდე, 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მთელი ვენეცია თითქოს წარსულში ბრუნდება - აზნაურები, მავრები, გოლიათები და ჯუჯები, ქალბატონების ტანსაცმელში გადაცმული ბატონები, მამაკაცის სამოსში გამოწყობილი გოგონები, არლეკინი, კოლუმბინი და პულჩინელი, პიერო და კაზანოვა - ულამაზეს კოსტუმებსა და ნიღბებში გამოწყობილი მოსახლეობა ქალაქის ქუჩებში მხიარულობს. ხმაურიანი წვეულებები - დოლებისა და საყვირების ხმის თანხლებით ფეიერვერკები. ეს მართლაც დაუვიწყარი სანახაობაა. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, მიხვდები რომ ვენეციაში სიყვარული ზეიმობს და ნამდვილად ჯაკომო კაზანოვას სამშობლოში ხარ.
3. წაქცევის
პირას მყოფი კოშკები მსოფლიოში ბევრია. ისინი არიან ესპანეთში, გერმანიაში,
საქართველოში, თურქეთში და ა.შ. მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი კოშკი არის
იტალიაში, ქალაქ პიზაში პიზის კოშკი.
ის აგრეთვე ყველაზე ძველიცაა – 800 წელზე მეტი ხნისაა.
კოშკის წაქცევა მისი
მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა, XII საუკუნის ბოლოს : მისი საძირკველის
ქვემოთ თიხის გრუნტი ნელ-ნელა ქვევით იწევდა. როცა გადახრა შესამჩნევი გახდა,
სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტეს. 90 წლის მერე კი გადაწყვიტეს ისევ
გაეგრძელებინათ, თუმცა დაწყებული სამუშაოებიდან 2 წლის შემდეგ კოშკი კიდევ 50
სანტიმეტრით გადაიხარა. კოშკი ამჯერად 60 წლით დატოვეს სიწყნარეში. ხოლო მესამეჯერ
მისი მშენებლობა უკვე 1450 წელს არქიტექტორ ტომაცო პიზანოს ხელმძღვანელობით
დაიწყეს.პიზანოს გათვლები არ გამართლდა, და კოშკი ისევ განაგრძობდა გადახრას თუმცა
ახლა მხოლოდ 1 მილიმეტრით წელიწადში. XIX საუკუნეში კოშკის გადახრამ ვერტიკალიდან
შეადგინა 1.6 მეტრი. მისი მდგომარეობა აღიარეს როგორც ავარიული : უვარგისი
საძირკველის გამო კოლოსალურ ნაგებობას ისღა დარჩენოდა საბოლოოდ დაჰმორჩილებოდა
ფიზიკის კანონებს და წაქცეულიყო. აღელვებულმა იტალიამ დასახმარებლად მსოფლიოს
ყველა ქვეყნის სპეციალისტებს მიმართა. გამოაცხადეს კონკურსი: ითხოვდნენ რომ კოშკი
„იქცეოდეს“ მაგრამ არ წაიქცესო. ჟიურიმ 1500 პროექტი განიხილა. მათ შორის ბევრი
ძალიან ორიგინალური იყო. ერთ–ერთი ავტორი სთავაზობდა რომ კოშკი აგურ–აგურ დაენგრიათ,
და შემდეგ იგივე მასალებით ახალი კოშკი გაცილებით უფრო სანდო ადგილას აეშენებინათ.
სხვა ავტორი სთავაზობდა გვერდით კიდევ ერთი ზუსტად ასეთი კოშკი აეშენებინათ, ოღონდ
მისკენ გადმოხრილი. შემდეგში კი ორივე შეეერთებინათ, ასე ისინი ერთმანეთს
დააბალანსებდნენ.აირჩიეს საკმაოდ უბრალო პროექტი: კოშკის შიგნით ტყვიის ზოდებისგან
შემდგარი საპირწონე უნდა გაეკეთებინათ, რომელიც კოშკის წონას ასჯერ აჭარბებდა.
სწორედ ამას უნდა ეხსნა პიზის კოშკი ვარდნისგან.
მშენებლებმა პირველივე დღიდან აქტიური სამუშაოები დაიწყეს და 2000 წელს სამყაროს
სენსაციურმა სიახლემ შემოუარა: პიზის კოშკის ვარდნა შეჩერებულია!
გერმანია
1. ნოიშვანშტაინის
სასახლე - სასახლის ადგილზე
თავდაპირველად არსებობდა 2 ციხესიმაგრე: წინა და უკანა ჰოენშვანგაუ, რომლებიც ლუდვიგ II-ის მეფობის დროისათვის მხოლოდ ნანგრევების სახით იყვნენ შემორჩენილი. ეს ნანგრევები სასახლის შენების დასაწყისისათვის მთლიანად იქნა აღებული. დღევანდელი ჰოენშვანგაუს სასახლის ადგილზე არსებობდა ციხესიმაგრე „შვანშტაინი“. ამ ორი ადგილის სახელები არეულ იქნა XIX საუკუნის დასაწყისში.
როგორც
1868 წლის
15 მაისს
რიხარდ ვაგნერისადმი მიწერილი წერილიდან ირკვევა, ლუდვიგ II-ს ჩაფიქრებული ჰქონდა სასახლე აეშენებინა გერმანული რაინდული ციხესიმაგრეების სტილში. ნიმუშად მას ვარტბურგის ციხესიამგრე მიაჩნდა, რომლითაც ის მოიხიბლა 1867 წელს აიზენახში მოგზაუდობის დროს. მას სურდა გერმანული შუა საუკუნეების სტილის, ესპანური მავრული და ვაგნერის თქმულების ზღაპრული სასახლეების ელემენტების ერთმანეთში შერწყმა. რაც მოახერხეს კიდეც არქიტექტორებმა ედუარდ რიდელმა და კრისტიან იანკმა.
სასახლის
საძირკველში პირველი ქვა დაიდო 1869 წლის 5 სექტემბერს. 1884 წლისთვის იქ უკვე ცხოვრება შეიძლებოდა, თუმცა ჯერ კიდევ ლუდვიგ II-სიკვდილის დროს 1886 წელს სასახლე არ იყო ბოლომდე დასრულებული. ლუდვიგმა აქ მხოლოდ 172 დღე იცხოვრა. ნოიშვანშტაინის სასახლის მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგ სრულად არ დასრულებულა, რაზეც მეტყველებს სამეფო ტახტის არარსებობა სატახტო დარბაზში.
მეორე
მსოფლიო ომის მიწურულში აქ ინახებოდა გერმანიის რაიხსბანკის ოქროს მარაგი, რომელიც ომის ბოლო დღეებში უცნობ ადგილზე იქნა გადატანილი. გადმოცემის თანახმად იქვე ახლო მდებარე ალატის ტბაში იქნა ჩაძირული, თუმცა ამ ოქროს ვერ მიაკვლიეს.

მუზეუმის
მთავარი შენობა მხოლოდ 1925 წელს გაიხსნა მდინარე ისარის კუნძულზე (ყოფილი კოლანსელი - ნახშირის კუნძული, რომელსაც შემდგომში მუზეუმის კუნძული დაერქვა). მიუნხენთან არსებული ორი ფილიალი არის:
ფლუგვერფტ
შლაისჰაიმი (ყოფილი აეროპორტი), ამჟამად ავიანაკეთობათა მუზეუმი.
2003
წლიდან გაიხსნა ფერკერსცენტრუმ, რომელშიც ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტური მასალა ინახება. ის მდებარეობს მიუნხენის მესეგელენდეს (საგამოფენო ცენტრი) ძველ ადგილას.
დოიჩე
მუზეუმის ერთი ფილიალი 1995 წელს ბონში გაიხსნა. მის ყურადღების ცენტრშია გერმანული ტექნოლოგია, მეცნიერება და კვლევა 1945 წლის შემდეგ.
3.
ჰოენშვანგაუს სასახლე -
მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად, ნოიშვანშტაინის სასხლის
მოპირდაპირე მხარეს.
სასახლის ადგილზე XII საუკუნიდან არსებობდა „შვანშტაინის ციხესიმაგრე“, რომელიც რამდენჯერმე იქნა დანგრეული და აღდგენილი. 1832 წელს ციხესიმაგრის ნანგრევები შეიძინა შემდგომში ბავარიის მეფემ მაქსიმილიან II-ემ და მის ადგილზე 1837 წელს არქიტექტორ დომენიკო ქუალიოს ააშენებინა ნეოგოთიკის სტილის სასახლე.
XIX
საუკუნის დასაწყისში შვანშტაინისა და წინა და უკანა ჰოენშვანგაუს ციხესამგრეების სახელები არეულ იქნა. ამრიგად ეწოდა შვანშტაინის ციხესიმაგრის ადგილზე აშენებულ სასახლეს ჰოენშვანგაუ და ჰოენშვანგაუს ციხესიმაგრის ნანგრევებზე ასენებულ სასახლეს ნოიშვანშტაინი.
ჰოენშვანგაუს სასახლე ბავარიის სამეფო ოჯახის ვიტელსბახების საზაფხულო რეზიდენცია იყო. აქ გაატარა ბავშვობა ლუდვიგ II-ემ და სიცოცხლის ბოლო წლები დედამისმა მარიემ.
2005
წლის 6 ნოემბერს სასახლე გაქურდულ იქნა. მოპარულ იქნა ბავარიის მეფეთა ორდენების კოლექცია
1813
წლის 16 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე იმართებოდა ე.წ. ხალხთა ბრძოლა, როდესაც რუსების, შვედების, პრუსიელების და ავსტრიელების კოალიციამ გაანადგურა ნაპოლეონის ჯარი. პირველ მსოფლიო ომამდე ეს ბრძოლა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მსხვილ ბრძოლად მიიჩნეოდა
თურქეთი
ტაძრის
სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.
2006
წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.
2.
Miniaturk-ი არის მინიატურული ქალაქი სტამბულში, რომელიც გაიხსნა 2003 წლის 23 აპრილს. მისი ფართობი 60 000 კვ.მ-ია და ის ერთერთი უმსხვილესი მინიატურული ქალაქია მთელ მსოფლიოში.
პარკი მოიცავს ძველი ოსმალეთის დროინდელი არქიტექტურის 105 მინი მოდელს, რომელიც მთლიანობაში თურქეთს წარმოადგენს. აია სოფია, სულთან აჰმედის მეჩეთი, სუმელას მონასტერი - ეს იმ ძეგლების ნაწილია რომელიც შეგიძლიათ ამ პარკში ნახოთ.
ინდოეთი
1. თაჯ-მაჰალი (ჰინ. ताज महल, ურდუ/სპარს. تاج محل; „სასახლე-გვირგვინი“) -მარმარილოს მავზოლეუმი ინდოეთის ქალაქ აგრაში. აგებული 1631-1653 წლებში დაახლოებით 20.000 მუშის მიერ. მოგოლთა იმპერატორი შაჰ-ჯაჰანის შეკვეთით, თაჯ-მაჰალი უნდა გამხდარიყო მისი საყვარელი მეუღლის, არჯუმან ბანო ბეგუმის (ცნობილი როგორც მუმთაზ მაჰალი), მავზოლეუმი.

თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია.
2.
ოქროს ტაძარი - ინდოეთში ამროტსატში მდებარეობს, აღნიშნული ტაძარი სიკჰების სალოცავია. ოქროს ტაძრის მშენებლობას საფუძველი 1764 წელს ჩაეყარა, შენობა–ნაგებობა ძირითადად სპილენძისა და მარმარილოსგან არის დამზადებული, რაც შეეხება ტაძრის ზედა ნაწილებს ის მოპირკეთებული და დამზადებულია ოქროს ფირფიტებით, რომლის წონაც 400 კილოგრამს შეადგენს, – "სწორედ ამიტომ" წამოვიდა სახელწოდება "ოქროს ტაძარი".
ტაძარს
ოთხი კარი აქვს გარშემორტყმული და ოთხივე მუდმივად ღიაა ნებისმიერი სტუმრისთვის თუ მლოცველისთვის. 1984 წელს ინდოეთის არმიის ერთ–ერთ სამხედრო ოპერაციის შედეგად ეკლესია სასტიკად დაზიანდა, თუმცა ოთხმოცდაათიან წლებში ეკლესიის რესტავრირება მოხვდა.


ჩინეთი
1. ჩინეთის დიდი კედელი - ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).


მთას
სახელი ცნობილი ნიუ-იორკელი იურისტის ჩარლზ რაშმორის გამო დაერქვა 1885 წელს. მთაზე მონუმენტის კვეთის იდეა დაიბადა სამხრეთ დაკოტის ბლეკ-ჰილზ რეგიონში ტურიზმის გაზრდის მიზნით. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც მოიცავდა საკონგრესო დელეგაციასა და პრეზიდენტ კელვინ კულიჯს, პროექტმა კონგრესის თანხმობა მიიღო. კვეთის სამუშაოები 1927 წელს დაიწყო და 1941 წლამდე გრძელდებოდა.
თავისუფლების ქანდაკება
- 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტი, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძულზე) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუძონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.
1984
წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
აკროპოლისი — ქართულად შიდაციხე, ზედაციხე, ზედაქალაქი — ჰქონდათ ძველ ქართულ ქალაქებსაც: მცხეთას, თბილისს ქუთაისს, არქეოპოლისს, ანაკოფიას, ვანს და ა. შ. ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასიოს კოკეინი (155 ან 164-229) თავის „რომის ისტორიაში“ აკროპოლისად იხსენიებს მცხეთის შიდაციხეს (ზედაციხეს), იგი მოგვითხრობს, რომ ძვ. წ. 65 წელს რომაელთა სარდალი გნეუს პომპეუსი იბერიაში შეიჭრა და მიაღწია აკროპოლისამდე. მცხეთის ამ ნაწილს არმაზციხე ეწოდებოდა.
აკროპოლისში როგორც
წესი, ყოველთვის იდგა ქალაქის მფარველი ღმერთის ტაძარი. ყველაზე მეტად ცნობილია ათენის აკროპოლისი, რომელიც შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში და ათენის
ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
კრემლი რუსულად ციხესიმაგრეს,
ციტადელს, ციხეკოშკს აღნიშნავს და მიუთითებს დიდ გამაგრებულ ცენტრალურ კომპლექსზე,
რომელიც ტიპიურია ისტორიული რუსული ქალაქებისთვის. ხშირად ეს სიტყვა მიუთითებს
ამგვარ ციხესიმაგრეთაგან ყველაზე ცნობილ მოსკოვის კრემლზე, ან მთავრობაზე, რომელიც
იქ მდებარეობს. წმინდა ბასილის ციტადელს ხშირად შეცდომით კრემლს უწოდებენ მისი
განსაკუთრებული ფორმის გამო, თუმცა სინამდვილეში ის მოსკოვის კრემლის ნაწილი არაა.
კრემლის აგების ადგილად ხშირად მდინარის ან სხვა რაიმე ბუნებრივი წინაღობის პირას
არსებულ შემაღლებას ირჩევდნენ.
ქართველოს ღირსშესანიშნაობები
თბილისი ("თბილი"-ქალაქთან
ახლოს არის თბილი წყაროები) – მსოფლიოს ერთერთი ყველაზე უძლიერესი ქალაქია, სადაც,
ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე IV-III ათასწლეულებში ცხოვრობდა ხალხი. ქალაქი გადაჭიმულია მდინარე
მტკვირს სანაპიროებზე და გარს აკრავს მთა-გრეხილები სანაპიროებზე და გარს აკრავს
მთა-გრეხილები. "ძველი თბილისი" მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ
ნაწილში მთაწმინდის ძირში და გაშენებულია 2-3 სართულიანი ქვისა და აგურის სახლებით
"თბილისის არქიტექტურის" სტილში, ხის წვრილ საყრდენიანი აივნებით. აქ, თითქმის
ყველა შენობა თავისთავად ისტორიულ, ან, კულტურულ ძეგლს წარმოადგენს, რომლებმაც
შექმნეს ცნიბილი "ქართულ ეზოს" სახე. ქალაქის ცენტრში, განლაგებულია
ნარიყალას, იგივე, შურისცისის ნანგრევები ( IV-VIII სს., რომელიც ითვლება ქვეყნის
ერთერთ უძველეს ფორტიფიკაციურ შეიარაღებად); საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის
თანამედროვე რეზიდენცია - სიონი (V-VII სს., მასში ინახება საქართველოს ერთერთი
მთავარი სიწმინდე წმ. ნინოს ჯვარი); წმ. მარიამის იგივე ანჩისხატის ეკლესია
(VI-XVI სს., ქალაქში უძველესი); წმ. დავითის ტაძარი (XIX სს.) ქვეყნის გამოჩენილი
მოხვაწეების პანთეონით; თბილისის ცნობილი გოგირდის აბანოები; მეტეხის ტაძარი
(1278-1289 წწ.), იქვე მეფე ვახტანგ გორგასალის ძეგლით, რომელმაც დააარსა თბილისი;
ქავშეთის ეკლესია (1910 წ.), წმ. გიორგის ეკლესია (1710 წ.); ზ. ფალეაშვილის
სახელობის ოპერისა და ბალეტის სახლი (1851 წ.); დედოფალ დარეჯან საჩინოს სასახლე
(1776 წ.); ბეთლემი (XVI ს.) ნორაშენი (1793 წ.); ტაძრის ნანგრევები ათეშგში და
სხვა მრავალი ღირსშესანიშნაობები.
თბილისი თავისი კულტურული ძეგლებისა და სხავა ღირსშესალიშნაობების წყალობით, შედის მსოფლიოს კულტურულად მდიდარი ქალაქების რიცხვში. აქ არის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატურგიული თეათრი (1845 წ.); რუსთაველოს სახ. თეათრი (1921 წ.), ხელოვნების საზოგადოების ყოფილ შენობაში (1899 წ.); მარჯანიშვილის სახ. თეატრი; საჯარო ბიბლიოთეკა; თოჯინების თეატრი საქართველოს სათავად-აზნაურო მიწის ბანკის შენობაში; კავკასიისარმიის ყოფილი შტაბი (1824 წ.); საერთაშორისო სამხატვრო ცენტრი რუსთაველის გამზირზე; ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი (1978 წ.); და აგრეთვე, ქალაქის ნამდვილი სიმბოლოები - შოთა რუსთაველის გამზირი და მთაწმინდა, რომელზეც განფენილია კულტურისა და დასვენების პარკი.
თბილისში ასევე არის გასაოცარი პარკები: "ვაკის პარკი", ვერის პარკი, მუშტაითი, მზიური, დიდი ბოტანიკური ბაღი, ალექსანდროვის ბაღი, ზოოპარკი და სხვა.
მუზეუმები:
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი
ოქროს ფონდით, მეფისნაცვლის სასახლე (1969 წ.), ხელოვნების მუზეუმი (ზუბალაშვილების სასტუმროს შენიბაში), კუს ტბასთან მდებარე ხალხური არქიტექტურის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, თბილისის პასაჟი (1901-1902 წწ.), "ძველი გალერეა" ირაკლი 2 ქუჩაზე, საქართველოს ისტორიის მუზეუმი (1929 წ.), აბრეშუმის მუზეუმი, ქართველი ებრაელების მუზეუმი.
ძეგლები:
შოთა
რუსთაველი (1942 წ.), წმ. ნინო, ა. ს. გრიბოედოვი (1961 წ.), ზაქარია ფალიაშვილი (1972 წ.), ნოკო პიროსმანი (1975 წ.), მერაბი მამარდაშვილი (2001 წ.), დავით გურამიშვილი (1965 წ.), აკაკი წერეთელი (1955 წ.), "300 არაგველის" მონუმენტი, ქართლის დედა. სკულპტურები: "მზეჭაბუკი" სპორტის სასახლის წინ, კომპოზიცია ბერიკაობა ("გადაცმული") საბავშვო გამოფენის სახლის წინ და საუკეთესო სკულმპტურობის მიერ შექმნილი სხვა ნიმუშები.
დედაქალაქიდან 20 კმ. იმყოფება კაცთა მოქმედი მონასტერი ბეთანია (XII-XIII სს.), რომელიც ქართული სატაძრო არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. თბილისის სამცხრეთ-დასავლეთით 60 კმ. არის მანგლისის მოქმედი ტაძარი (V-XI სს.)
საქართველოს ეკლესია-მონასტრები:
საეპისლოპოსო ეკლესია (I სკ.) კუმურდოში, ატენი, იგივე ატენის სიონი (VII ს.) გორის შორიახლოს; საშვილდისის სიონი (760-778 წწ.); სამთავისის ეკლესია (VII ს.); წმ. მარიამის სახ. ეკლესია ძველ გავაზში (VI ს.); ძველი შუამთა (V-VII ს.) და იყალთო თელავთან ახლოს; იოანე ზედაზნელის მონასტერი (VII-VIII სს.); ბორდოს მოქმედი ქალთა მონასტერი (850 წ.); საფარის მონასტერი (VII ს.); რკონის მონასტერი (VII ს.); მოწამეთა მონასტერი (X ს.); ზარზმის მონასტერი (X-XVI ს.); ნინოწმინდას ტაძარი (VI ს.); წრომის მოქმედი ტაძარი (626-634 წწ.); სამთავისის ეკლესია (VII ს.); ქარელთან ახლოს; ქვემო ბოლნისის ბაზილიკა (VI ს.) და ბოლნისის სიონი (478-493 წწ.); ღვთისმშობლის ტაძარი ბიჭვინთაში (პიცუნდა, X ს.); ცხავათის მონასტერი (IX ს.); მარტვილის მონასტერი (VII-XI სს.); გურჯაანის ქალთა მოქმედი მონასტერი (VIII ს.) წმინდა წყაროთი; ასევე შატბერდი, ოპიზა, იშხანი, ოშკი და
სხვა.
სასახლეები და ციხე-სიმაგრეები:
ციხე-ქალაქი უჯარმა
(V ს.); ანაკოლიის ციხე-სიმაგრე (IV-V სს.) ივერიის მთაზე სოხუმთან ახლოს;
ანანურის ციხე-სიმაგრე; მეტეხის ციხე; ნაქალაქევის სიმაგრეებით; შორაპანი და
ქანდა. ქართულ სიმაგრეებში გამოიყოფა დიდებული და კარგათ შემონახული ხერცვისის
ციხე-სიმაგრე, რომელიც მდებარეობს ახალქალაქთან ახლოს, ცნობილ გამოქვაბული ქალაქის
სიღნაღი:
ქალაქი კახეთის ჩრდილოეთში, მდებარეობს თელავის აღმოსავლეთით 30 კმ. კარგად არის შემონახული ქალაქის ის კედლები, რომლებიც გარს აკრავს ქალაქის ძველ ნაწილს, ხოლო, საგუშგო კოშკებიდან იშლება ხედი მდინარე ალაზე.
მესტია:
მთიანი სვანრთის ადმინისტრაციული ცენტრი, ცნობილია შუა საუკუნების უნიკალური, ქალაქის დამცავი საგუშაგო კოშკებით.
ანანური:
XVII საუკუნის ფერწელური სიმაგრე, მდებარეობს მდ. არაგვზე, თბილისის ჩრდილოეთით 60 კმ-ში.
გონიო:
ეს სიმაგრე მდებარეობს სარფში, ბათუმის სამხრეთით 12 კმ, თურქეთის საზღვართან. სიმაგრე პირველად ნახსენებია ბერძენ-რომაელ ჟამთაღმხწერლებთან, მაგრამ დღევანდელი სახე მიიღო XVI საუკუნეში, თურქმენობის დროს. იქ მისასვლა შესაძლებელია სამარშუტო ტაქსით, რომელიც გადის ქ. ბათუმის მთავარი სადგურიდან ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.
თმოგვი:
ციხე-სიმაგრე კლდეზე, აგებულია მდ. მტკვარზე, საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით. ის მდებარეობს ცნობილ გამოქვაბულ ქალაქ ვარძიასთან ახლოს.
მცხეთა:
დედაქალაქის ჩრდილოეთით 20 კმ., მდებარეობს საქართველოს ძველი დედაქალაქი - მცხეთა სწორედ აქაა, მთელ მსოფლიოში ცნობილი მონასტერი - ჯვარი (585-604 წწ.) - ქრისტიანობის ჭეშმარიტი სიმბოლო ქართულ მიწაზე. ჯვარი აგებულია მთაზე, მდინარეების: მტკვარისა და არაგვის შესართავთან. როგორც გადმოცემები მოგვითხრობენ, ეს წმინდა ნაგებობა აშენეგული იყო ორჯერ წმ. ნინოს ხის ჯვარზე. მცხეთაში არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთერთი მნიშვნელოვანი ტაძარი - სვეტისცხოველი ("სიცოცხლისმატარებელი ძელი", 1010-1029 წწ.). იგი დგას საქართველოში პირველი ქრისტიანული ეკლესიის (IV ს.) ადგილას, რომელიც აღიმართა, ქრისტეს კვართში გახვეულ, წმ. სიგონიას საფლავზე. აქ განლაგებულია ქალთა მოამედი მონასტერი სამთავრო, სადაც განისვენებს საქართველოს გამქრისტიანებელი მეფე - მირიანი, მისი ცოლი ნანა და ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ქართველი წმინდანი ბერი - გაბრიელი. მცხეთის დასსავლეთით, მთებში ძევს მჭვიმის მოქმედი მონასტერი (VI ს.). აქ, საიმტერესოა სანმათველო ეკლესია (VI ს.), სატრაპეზო, დიდი ეკლესია (1123 წ.), და აგრეთვე მრავალრიცხოვანი სენაკები გარშემო მთების გამოქვაბულებში.
ბათუმი
:
ბათუმი - რეგიონის დედაქალაქია. ქალაქში არის: დელფინარიუმი, საზაფხულო თიატრი, "მომღერალი ფანტანები", საქართველოს სამეცნიერო აკადემიის ეროვნული ბოტანიკური პარკი, რომელშიც თავმოყრილია 5000-მდე სახეობის სუბტროპიკული მცენარე, და ზღვისპირა პარკი პალმების ჩაყოლებული ზოლით.
ქუთაისი:
ქუთაისი - არის კოლხეთის და იმერეთი სამეფოების ძველი დედაქალაქი. საინტერესოა მდ. რიონის სანაპირო "გადმოკიდული ვერანდებით"; ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი; სურათების გალერეა; ცნობილი ბაგრატის ტაძრის ნანგრევები (X-XI სს.), რომელშიც ფიცი დადო მეფე დავით აღმაშენებელმა; ცნობილი კულტურული ცენტრი - გელათი (XII ს.) და გელათის აკადემია (არსებობდა მონასტრამდე XII საუკუნის დასაწყისში), ქალაქთან ახლოს; დინოზავრის ნაკვალევი; სათაფლიის გამოქვაბული და. სამსაფეხუროვანი ჩანჩქერი (საერთო სიმაღლე 200 მ.), სოფელ გორდასთან. ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში, სამყურის ქედის განშტოებაზე, არის ცნობილი კურორტი წყალტუბო, განთქმული თავისი მინერალური წყლების აბაზანებითა და სამედიცინო ყავარჯნებისა და ჯოხების უნიკალური მუზეუმებით
გორი:
მდებარეობს მდინარეების: მტკვარისა და ლიხვის შესართავთან. ქალაქის მთავარ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ, აღმართულია სტალინის უზარმაზარი ბრონზის ფიგურა. აქ, საინტერესოა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი; ი. ვ. სტალინისა და ს. ა. კამოს სახლ-მუზეუმები; შუასაუკუნეების გორისციხის ნანგრევები (VI ს.); რკინიგზის სადგურის შენობა, შემკული სტალინის ბიუსტითა და პორტრეტით; და ბალნეოლოგიური კურორტი - გორისჯვარი.